საცხოვრებელი სახლის ტექნიკური მახასიათებლები
- მშენებლობა შესრულებულია უმაღლესი ხარისხის ბეტონისა და არმატურის საშუალებით;
- გადახურვისას გამოყენებულია ჰიდროსაიზოლაციო სისტემა;
- ფასადი დამუშავებულია თბოიზოლაციით;
- საზაფხულო ფართები და აივნები მოპირკეთებულია ყინვაგამძლე კერამოგრანიტის ფილებით;
- შეყვანილია ყველა კომუნიკაცია ( გაზი, ელექტრო ენერგია, წყალი, კანალიზაცია);
საცხოვრებელი სახლის ჩაბარების პირობები
სახლები ბარდება მწვანე კარკასით, რაც ითვალისწინებს:
- დასრულებული ფასადი - მოპირკეთებული ხის მასალითა და მაღალი ხარისხის საფასადე საღებავით;
- აივნები შუშის ჯებირებით;
- ალუმინის კარ-ფანჯარა;
- რკინა-ბეტონის კონსტრუქციით აშენებული შიდა კიბე;
- სახლის შიდა პერიმეტრი გალესილი;
- პროექტის შესაბამისად საბოლოო წერტილებამდე მიყვანილი : ელექტროობა, წყლის, კანალიზაციის და ცენტრალური გათბობის მილები;
ეზო
სახლის შეძენის შემთხვევაში მობინადრეს საჩუქრად გადაეცემა შესაბამისი კვადრატულობის ეზო შემდეგი პირობებით:
- გარშემორტყმული რკინისა და ხის მასალით აწყობილი ღობით, რომელზეც დამონტაჟებულია საავტომობილო ჭიშკარი და შესასვლელი კარი;
- ეზო მოპირკეთებულია ბალახის ქვაფენილით და ბალახით;
- უბანში დამონტაჟებულია საერთო საკანალიზაციო სისტემა;