მთავარი მიზეზი, რომელსაც ადამიანები კერძო სახლში გადასვლისთვის ასახელებენ - ეზო და იზოლირებული გარემოა. როგორც ფსიქოლოგები ამბობენ, ბუნებასთან სიახლოვე, ერთ-ერთი თერაპიაა, რომელიც განწყობაზე დადებითად მოქმედებს. საკმაოდ დიდ სიამოვნებას წარმოადგენს დატვირთული დღის შემდეგ, საკუთარ ეზოში საღამოს გატარება.
გთავაზობთ რამდენიმე რჩევას ეზოს მოსაწყობად:
1. გამწვანება
ეზოს მოწყობისთვის, პირველი უმნიშვნელოვანესი მომენტი მისი გამწვანებაა. როგორც არქიტექტორები გვირჩევენ, მაღალი და მასიური ხეების დარგვა უმჯობესია ღობესთან და არა ეზოს შუაგულში, რადგან არ დავკარგოთ სივრცის აღქმა. რაც შეეხება ეზოს შუა გულს, შეგვიძლია მცირე ზომის ბუჩქებითა და ყვავილებით გავაფორმოთ.
უმჯობესია, ეზოს მნიშვნელოვანი წილი მარადმწვანე ხეებსა და ბუჩქებს დავუთმოთ, რადგან ზამთარშიც შევინარჩუნოთ სიმწვანე.
2. განათება
ხშირად, ეზოს მოწყობისას გვხვდება ისეთი შეცდომები, სადაც ეზო ერთიანად, ზედმეტად განათებულია - რის გამოც იკარგება სიმყუდროვის შეგრძნება, ან პირიქით - ზედმეტად ბნელია. სწორედ ამიტომ, უმჯობესია გამოვიყენოთ დეკორატიული განათება. მაგალითად- მცირე ზომის სანათები ბილიკებზე, ღობეზე, რომელიც ეზოს სილამაზეს ერთი-ორად ზრდის ღამით.
3. აუზი
აუზი საკმაოდ ძვირადღირებული ელემენტია, თუმცა ეზოში საკმაოდ მყუდრო გარემოს ქმნის. ეზოს მასშტაბებიდან გამომდინარე, აუზის ნაცვლად ხშირად აკეთებენ მცირე ზომის დეკორატიულ ტბებს ან ჩანჩქერებს, რაც ეგზოტიკურ გარემოს, იდეალურად ქმნის.
4. გარე ბუხარი
ბუხართან მოკალათება და ჩაის მირთმევა, საღამოს სიგრილეში, დამქანცველი სამუშაო დღის შემდეგ - ერთ-ერთი საუკეთესო, სარელაქსაციო საშუალებაა. დღესდღობით, საკმაოდ აქტუალურია გარე ბუხარი. მისი მოწყობა შესაძლებელია სტანდარტულად, კედელში მონტაჟით, თუმცა მეტი განსხვავებულობისთვის შესაძლებელია ჰორიზანტალურად მოწყობა, რაც კიდევ უფრო დახვეწილ და თანამედროვე ელფერს სძენს გარემოს.