კომპანიის იმიჯის ფორმირებისას ოფისის ინტერიერი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია.
უახლესი მიდგომებით დადასტურებულია, რომ თანამედროვე და დახვეწილი დიზაინის მქონე ოფისის ინტერიერი კი როგორც მომხმარებლის განწყობაზე, ასევე თანამშრომლების პროდუქტიულობაზეც დადებითად აისახება.
გარდა ამისა, დაგვეთანხმებით, ადგილი სადაც დღის უმეტეს ნაწილს ვატარებთ განსაკუთრებულად მოქმედებს ყოველდღიურ განწყობაზე, შემდეგ კი შრომის უნარიანობასა და მოტივაციაზე.
გთავაზობთ რამდენიმე მნიშვნელოვან ფაქტორს, რომელიც უნდა გავითვალისწინოთ ოფისის ინტერიერის მოწყობისას:
გამწვანება
სამუშაო გარემოს ყოველთვის თან ახლავს სტრესი, თუმცა შესაძლებელია სტრესის შემსუბუქება, ოფისში დამატებითი გაფორმებით. ერთ-ერთი მთავარი ფიგურა ამ შემთხვევაში არის გამწვანება, რომელიც უფრო სიჯანსაღეს მატებს დახურულ სივრცეს.
შემოსასვლელი (ის რასაც პირველი ხედავს მომხმარებელი)
ხშირად ოფისებში დიდ ყურადღებას აქცევენ ინდივიდუალურ სამუშაო გარემოს, თუმცა ივიწყებენ მთავარს- შემოსასვლელ ნაწილს. თუ თანამედროვე მიდგომებით ვიხელმძღვანელებთ, პირველი რასაც თანამშრომელი და ასევე მომხმარებელი ხედავს არის ოფისის შემოსასვლელი ნაწილი, სწორედ ამიტომ მნიშვნელოვანია თავიდანვე შევქმნათ გარემო, რომელიც შექმნის დადებით განწყობას.
კომფორტული სამუშაო გარემო
ინტერიერის გარდა აღსანიშნავია, რომ მაგიდების გადანაწილება, ავეჯი და სხვა ინვენტარი დიდ როლს თამაშობს კომფორტის შექმნაში.
განათება
გარდა იმისა, რომ კომფორტული გარემოს შექმნისთვის უმნიშვნელოვანესია კარგი განათება, ასევე არ უნდა დავივიწყოთ, რომ თვალების გადაღლასაც უშლის ხელს.
თანამედროვე ელემენტები
სიმყუდროვე, სიმწვანე და რაც მთავარია დიზიანის თანამედროვე შტრიხები აუცილებელია, როგორც თანამშრომლის განწყობისთვის ასევე უშუალოდ კომპანიის სწორი პოზიციონირებისთვის.