კომპანია "იდეა ქონსთრაქშენი" სამშენებლო ბაზარზე 2015 წლიდან არის წარმოდგენილი და უკვე არაერთი პროექტი შეასრულა წარმატებით. მისი ძირითადი საქმიანობაა საპროექტო-სამშენებლო აქტივობების სრული სერვისი.
2021 წელს შეიქმნა ,,იდეა ქონსთრაქშენი"-ს შვილობილი კომპანია — ,,იდეა ინდუსტრია", რომელიც აქტიურად მოღვაწეობს ქართულ ბაზარზე და ახორციელებს სამრეწველო პროექტების მშენებლობას.
კომპანია "იდეა ქონსთრაქშენი" დაკომპლექტებულია მაღალკვალიფიციური ინჟინერ- მშენებლებით, რომლებიც ჩართულები არიან პროექტის შესრულების თითოეულ ეტაპზე. კომპეტენტურობისა და საიმედოობის შესანარჩუნებლად "იდეა ქონსთრაქშენი" მუდმივად ზრუნავს თითოეული თანამშრომლის კვალიფიკაციის ამაღლებაზე, რაც გულისხმობს სამშენებლო დარგში, ტრეინინგებსა და ინოვაციების გაცნობას მსოფლიოს მასშტაბით.
კომპანიის პოლიტიკიდან გამომდინარე, მნიშვნელოვანია, მჭიდრო ურთიერთობა იქონიოს მომხმარებელთან, გაითვალისწინოს მათი აზრი და შესთავაზოს მომსახურეობის მაღალი ხარისხი.
აღსანიშნავია, რომ კომფორტის შექმნის მიზნით, ,,იდეა ქონსთრაქშენი"-ს მომხმარებლები სარგებლობენ პერსონალური მენეჯერის სერვისით.