როგორ გავზარდოთ საკუთარი კაპიტალი? - ინტერვიუ BPN.ge-სთან - იდეა დეველოპმენტი • Idea Development
Geo · Eng · Rus
იდეა დეველოპმენტი

საქართველოში უძრავი ქონება ერთ-ერთი მნიშვნელოვან და წარმატებულ საინვესტიციო მიმართულებად ითვლება. ბოლო წლების განმავლობაში ფასების ზრდადი ტენდენცია ინვესტორებისთვის მიმზიდველ გარემოს ქმნის.

დღეს ფიზიკურ პირებს აქვთ შესაძლებლობა თავად გახდნენ ინვესტორები და გაზარდონ საკუთარი კაპიტალი. თუმცა, საინტერესოა როგორ შევარჩიოთ საინვესტიციო პროექტი და რა მნიშვნელოვანი კრიტერიუმები უნდა გავითვალისწინოთ.

ამ კითხვებზე პასუხის გაცემაში დაგვეხმარება იდეა დეველოპმენტის დირექტორი - გიორგი გედევანიშვილი.



გამარჯობა გიორგი, როგორც ვიცით იდეა დეველოპმენტის მიმდინარე საინვესტიციო პროექტია ,,ტიფლისი”, რომელიც საკმაოდ წარმტებულია დღეს საქართველოში. რამ განაპირობა მისი წარმატება?

მოგესალმებით, მოკლედ რომ მოვუყვეთ მკითხველს, ,,ტიფლისში” ერთიანდება 16 სამ სართულიანი ვილა, იზოლირებული ეზოთი და ტერასით. პროექტი მდებარეობს ლისის ტბიდან 2 წუთის, ხოლო თბილისის ცენტრიდან კი 15 წუთის დაშორებით. ტიფლისის მაცხოვრებლებს შესაძლებლობა აქვთ იცხოვრონ საკუთარ სახლში, იყვნენ ბუნებასთან ახლოს და ამავდროულად ქალაქის ცენტრში მოხვდნენ სულ რამდენიმე წუთში.

შესაბამისად, შეგვიძლია გამოვყოთ ,,ტიფლისის” რამდენიმე მნიშვნელოვანი უპირატესობა:

  • ხელსაყრელი ადგილმდებარეობა - ,,ტიფლისის” ბინადარს შეუძლია იცხოვროს თბილისის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან რეკრეაციულ ზონასთან - ლისის ტბასთან ძალიან ახლოს და ამავდროულად ქალაქის ცენტრში მოხვდეს სულ რამდენიმე წუთში.
  • სახლის კონცეფცია - ვილა, რომელიც საშუალებას აძლევს ბინადარს, დატკბეს კერძო სახლის ყველა უპირატესობით და შეძლოს განტვირთვა საკუთარ სახლში.
  • საკუთარი ეზო - მიწის ნაკვეთი არის ის ერთ-ერთი რესურსი, რომელიც ამოწურვადია, შესაბამისად რაც დრო გადის, უფრო მეტად იმატებს მიწის ღირებულება.
  • პრესტიჟული უბანი - ჩვენ ვქმნით უბანს თავად, სადაც გათვალისწინებულია სამომავლო ხედვები, ,,ტიფლისის” ექსტერიერი და უბნის კონცეფცია კიდევ უფრო ღირებულს ქმნის პროექტს. შესაბამისად, ყველა დეტალი ისეა გათვლილი, რომ დროთა განმავლობაში სახლის ,,ღირებულებამ” მოიმატოს და არ მოხდეს მარტივი ცვეთა.
    სწორედ ამ და სხვა მრავალი კრიტერიუმის გათვალისწინებით შეიქმნა საინვესტიციო პროექტი ,,ტიფლისი”.

ძირითადად როგორ ახერხებენ ინვესტირების განხორციელებას თქვენი მომხმარებლები?

უნდა აღინიშნოს, რომ ჩვენი პროექტი მიმზიდველია როგორც ინვესტორებისთვის, ასევე მაცხოვრებლებისთვისაც. იქიდან გამომდინარე, რა კრიტერიუმებიც ჩამოვთვალე, რა თქმა უნდა, ,,ტიფლისი” ერთ-ერთი საუკეთესო ადგილია საცხოვრებლად. ასე რომ არ იყოს, საინვესტიციოდაც მიმზიდველი არ იქნებოდა.

პროექტში ინვესტირება შესაძლებელია ორი მიმართულებით:

  • შეძენით და გარკვეული პერიოდის შემდეგ გაყიდვით.
    იმის გათვალისწინებით, რომ პროექტს სულ რამდენიმე თვეში ვაბარებთ და შესაბამისად ღირებულებაც საკმაოდ მალე იზრდება, ინვესტორს აქვს შესაძლებლობა მცირე პერიოდში დიდი მოგება მიიღოს.
  • შეძენით და შემდგომ გაქირავებით
    ბოლო წლების განმავლობაში ქირის ფასიც საკმაოდ იმატებს, რაც მომხმარებელს საშუალებას აძლევს, მალევე დაიბრუნოს და გაზარდოს საკუთარი კაპიტალი.



არის თუ არა საახალწლო პერიოდი კარგი დრო ინვესტიციის განსახორციელებლად?

დიახ, რა თქმა უნდა, ახალ წელს ყოველთვის განსაკუთრებული შეთავაზებები კეთდება ინვესტორებთან და მომავალ ბინადრებთან. გარდა ამისა, უნდა გავითვალისწინოთ, რომ ყოველ შემდეგ წელს, უძრავი ქონება ძვირდება. ამიტომ თუ გეგმავთ სახლის შეძენას ან ინვესტირებას, შეეცადეთ, რომ წლის ბოლომდე თქვენი გეგმები განახორციელოთ.

მაგალითად ,,ტიფლისის” საახალწლო შეთავაზება მართლა საუკეთესო შესაძლებლობაა განახორციელოთ მომგებიანი ინვესტიცია. ჩვენს მომავალ მაცხოვრებელს საშუალება აქვს შეიძინოს საკუთარი ვილა და საჩუქრად მიიღოს რემონტი. დამეთანხმებით, რემონტის ხარჯების და პროცესის დისკომფორტის თავიდან არიდება მართლა ჯადოსნური საჩუქარია.

გარდა ამისა, ჩვენი კომპანია კიდევ ერთ ახალ, გამორჩეული კონცეფციის პროექტს ამზადებს. ვფიქრობ, ჩვენი ახალი პროექტი გახდება ძალიან საინტერესო მომავალი ბინადრებისთვის თუ ინვესტორებისთვის, რადგან ისინი შეძლებენ შეიძინონ უძრავი ქონება, რომელიც მათ კაპიტალს მნიშვნელოვნად გაზრდის. დეტალებს კი ძალიან მალე გაგაცნობთ.

დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით კომპანიას:

+ 995 598 22 99 22,

ვებ-გვერდი: www.ideadevelopment.ge

Facebook გვერდი : https://www.facebook.com/ideadevelopmentt


© 2025, იდეა ქონსთრაქშენი