ბოლო წლების სტატისტიკიდან გამომდინარე, საქართველოში უძრავი ქონების მიმართულებით გაზრდილია საინვესტიციო ინტერესი, როგორც ქართველების, ასევე უცხოელების მხრიდან. დღეს საქართველოში ფიზიკურ პირსაც კი მარტივად შეუძლია შექმნას და გაზარდოს საკუთარი კაპიტალი უძრავი ქონების ინვესტირებით.
საინტერესოა, რამ განაპირობა ინტერესის გაზრდა და რამდენად რეალურია შექმნილი მოლოდინები. ამ კითხვაზე იდეა დეველოპმენტის დირექტორი - გიორგი გედევანიშვილი გვიპასუხებს.
- გამარჯობა გიორგი, რამ განაპირობა საქართველოში უძრავი ქონების მიმართ ინვესტორთა ინტერესის ზრდა?
- მოგესალმებით, ეს საკმაოდ კომპლექსური საკითხია, თუმცა მოკლედ რომ გიპასუხოთ, ინვესტორთა ინტერესი ფასების სწრაფმა მატებამ და მოთხოვნის ზრდამ განაპირობა. უძრავი ქონებაში ინვესტირება მართლაც, რომ გონივრული ნაბიჯია. ბოლო რამდენიმე წლის სტატისტიკა, რომ ვნახოთ უძრავი ქონების ფასი ყოველწლიურად მატულობს, ეს ნიშნავს, რომ დღეს რომ შევიძენთ სახლს, გარკვეული პერიოდის შემდეგ ბევრად მეტი ეღირება. განსაკუთრებით კი მშენებარე სახლის შეძენისას, რადგან დასრულების შემდეგ მკვედრათ იზრდება მისი ღირებულება. შესაბამისად ვქმნით კაპიტალს, ხოლო მისი გამოყენების გზა კი ინვესტორზეა დამოკიდებული.
- უშუალოდ თქვენი მიმდინარე პროექტი - ,, ტიფლისის” შესახებ რომ მოგვიყვეთ და რატომ გახდა ინვესტორებისთვის საინტერესო?
- პირველ რიგში ტიფლისი შექმნილია მომხმარებლის მოთხოვნილებებისა და საჭიროებებზე დაყრდნობით. აქ ერთიანდება ყველაფერი რაც სრულ კომფორტს ქმნის. ტიფლისი არის კერძო ვილებისგან შემდგარი ახალი დასახლება ლისის ტბიდან 2 კილომეტრში. შესაბამისად მის მაცხოვრებლებს აქვთ საშუალება იცხოვრონ სუფთა ჰაერზე, ჯანსაღ გარემოში და ამავდროულად იყვნენ ცენტრიდან მხოლოდ 15 წუთის დაშორებით.
უბნის კონცეფციაც თანამედროვე და ასე ვთქვათ ,,მომავალზე” გათვლილი პროექტია, რომელიც ღირებულებას არ დაკარგავს და პირიქით მოიმატებს. ზემოთ ნახსენები მიზეზები მაცხოვრებლებისთვის ტიფლისს ქმნის ძალიან მიმზიდველს, შესაბამისად ინვესტორებისთვისაც. ამის გათვალისწინებით, რომ ჩვენ მხოლოდ რამდენიმე თვეში ვაბარებთ კერძო სახლს მომხმარებელს, ინვესტორსაც მალევე შეუძლია შემოსავლის მიღება.
- კონკრეტულად რომ აგვიხსნათ, რას გულისხმობს ინვესტირება და როგორ ახერხებენ ინვესტორები მოგების მიღებას?
უძრავ ქონებაში ინვესტირება კლასიკური გზით ხდება.
1. სახლის შეძენით და შემდგომ გაყიდვით
2. სახლის შეძენით და შემდგომ გაქირავებით
ორივე მოდელი საკმაოდ მომგებიანია დღეს საქართველოში, განსაკუთრებით ჩვენს პროექტ - ,,ტიფლისში” , და აგიხსნით რატომ. როგორც აღვნიშნე, ჩვენთან მომხმარებელს შეუძლია სულ რამდენიმე თვეში ჩაიბაროს აშენებული სახლი და შემდეგ მოახდინოს მისი გაყიდვა, მოგეხსენებათ აშენებული სახლის ღირებულება ბევრად აღემატება მშენებარეს და ამ გზით, მხოლოდ რამდენიმე თვეში შეძლებს მოგების გენერირებას.
ბოლო მეორე მოდელი, რაც გაქირავებას გულისხმობს, ესეც საკმაოდ მიმზიდველია ინვესტორებისთვის, რადგან ქირის ფასიც ძალიან მალე იზრდება, განსაკუთრებით კი ისეთი ტიპის უბანში, როგორიც ,,ტიფლისია” - თანამედროვე, დახვეწილი, მშვიდი, ჯანსაღი პრესტიჟული და რაც მთავარია თბილისის ცენტრთან ძალიან ახლოს.
- არის თუ არა საახალწლო პერიოდი კარგი დრო ინვესტიციის განსახორციელებლად?
- დ იახ, რა თქმა უნდა, პირველ რიგში, იმიტომ რომ მომავალ წელს ყოველთვის ახალი ბიუჯეტი, ახალი ხარჯთაღრიცხვა, ახალი რისკების გათვალისწინება ხდება. შესაბამისად ურავი ქონება ძვირდება, გარდა ამისა ახალ წელს ყოველთვის განსაკუთრებული შეთავაზებები კეთდება ინვესტორებთან და მომავალ ბინადრებთან.
მაგალითად ,,ტიფლისის” საახალწლო შეთავაზება მართლა საუკეთესო შესაძლებლობაა განახორციელოთ მომგებიანი ინვესტიცია. Ჩვენს მომავალ მაცხოვრებელს საშუალება აქვს შეიძინოს საკუთარი ვილა და საჩუქრად მიიღოს რემონტი. Დამეთანხმებით, რემონტის ხარჯების და პროცესის დისკომფორტის თავიდან არიდება მართლა ჯადოსნური საჩუქარია.
გარდა ამისა, Ჩვენი კომპანია კიდევ ერთ ახალ, გამორჩეული კონცეფციის პროექტს ამზადებს. ვფიქრობ, ჩვენი ახალი პროექტი გახდება ძალიან საინტერესო მომავალი ბინადრებისთვის თუ ინვესტორებისთვის, რადგან ისინი შეძლებენ შეიძინონ უძრავი ქონება, რომელიც მათ კაპიტალს მნიშვნელოვნად გაზრდის. Დეტალებს კი ძალიან მალე გაგაცნობთ.
დამატებითი ინვორმაციისთვის დაუკავშირდით კომპანიას :
+ 995 598 22 99 22,
ვებ-გვერდი: www.ideadevelopment.ge
Facebook გვერდი : https://www.facebook.com/ideadevelopmentt