4 ძირითადი პუნქტი, რომელიც უნდა გავითვალისწინოთ სახლის ექსტერიერის დაგეგმვისას - იდეა დეველოპმენტი • Idea Development

კერძო სახლის დახვეწილი ექსტერიერი და ინტერიერი კომფორტის შექმნის ერთ-ერთი მთავარი კრიტერიუმია. ყველა ვთანხმდებით, რომ მრავალი მომხიბვლელი დიზაინიდან, საკმაოდ რთულია სახლის ექსტერიერის სტილის შერჩევა. ექსტერიერის დიზაინის ცვლილება კი საკმაოდ დიდ ხარჯებთან არის დაკავშირებული. სწორედ ამიტომ გთავაზობთ 4 ძირითად პუნქტს, რომელსაც უნდა მიექცეს ყურადღება მშენებლობის დაწყებამდე.

1. ექსტერიერის მოსაპირკეთებელი მასალა

ბოლო პერიოდში საკმაოდ აქტუალურია ხისა და ბეტონის სტრუქტურის მქონე მასალის შეხამება. ხე კიდევ უფრო მყუდროს ქმნის სახლს, ხოლო ბეტონი, დეკორატიული ქვა, ან კომპოზიტური პანელი კი მას თანამედროვე იერსახეს აძლევს.

აქვე უნდა აღინიშნოს მინის მოაჯირების როლი ექსტერიერში. თანამედროვე არქიტექტურა დიდ ყურადღებას უთმობს სივრცის აღქმის გაძლიერებას. სწორედ ამიტომაა, რომ დიზაინერები ვერანდებსა და აივნებზე მინის მოაჯირებს აქტიურად იყენებენ.

ფასადზე საინტერესო ეფექტებს იძლევა განათებები, რომელიც თავის მხრივ კიდევ უფრო დახვეწილს ხდის ექსტერიერს და რესპექტაბელურობას სძენს მას.

2. ფერები

იმისათვის რომ, ხემ შეინარჩუნოს მისი ძირითადი ეფექტი, დიზაინერები გვირჩევენ, რომ შევღებოთ მაქსიმალურად ბუნებრივ ფრად, რათა მასალამ შეინარჩუნოს პირველადი იერი.

რაც შეეხება მოსაპირკეთებელ კომპოზიტურ პანელს თუ სხვა მასალას, დღესდღეობით უპირატესობას ანიჭებენ კრემისფერისა და ნაცრისფერის კომბინაციას, რადგან ეს ფერები აქტუალობას არასდროს კარგავს.

3. სახლის გეომეტრიული სტილი

ბოლო პერიოდში არქიტექტორები და დიზაინერები უპირატესობას ანიჭებენ ბრტყელი გადახურვის მქონე სახლებს. გარდა იმისა, რომ ვიზუალურად მიმზიდველია, ბრტყელი გადახურვა საშუალებას გვაძლევს ეფექტურად ავითვისოთ სახურავზე არსებული სივრცე და მოვაწყოთ მყუდრო ტერასა.

4. ეზო და გამწვანება

კერძო სახლის მთავარი ხიბლი, მისი ეზოა. სადაც დღის მანძილზე ვატარებთ ყველაზე მეტ დროს. სახლის აშენებისას არ უნდა დაგვავიწყდეს ეზოს მოწყობის გეგმის შედგენა, რომელიც სრულიად შესაბამისობაში უნდა მოვიდეს სახლის ექსტერიერთან.

მნიშვნელოვანი ყურადღება უნდა მივაქციოთ გამწვანებას. ხეები სასურველია გადანაწილდეს ეზოს კიდეებში, რათა არ დავკარგოთ სივრცე. ხოლო დანარჩენ ადგილას კი სიმეტრიულად უნდა ჩაირგოს მცირე ზომის ბუჩქები და ყვავილები.

© 2019, იდეა დეველოპმენტი
აირჩიე სახლი