რატომ ტიფლისი? - იდეა დეველოპმენტი • Idea Development

ტიფლისის დასახლება არაერთი უპირატესობით გამოირჩევა, მათ შორისაა:

1. ლოკაცია:

დაგვეთანხმებით, დღესდღობით ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პუნქტი სახლის არჩევისას არის ადგილმდებარეობა. რამდენად ეკოლოგიურ ადგილას მდებარეობს სახლი და რა მანძილი აშორებს მას ჩვენ ყოველდღიურ მისასვლელ ადგილთან. ტიფლისის პროექტი სწორედ რომ შეესაბამება იმ მოთხოვნებს, რაც დღეს ყველასთვის მნიშვნელოვანია. პროექტი მდებარეობს ეკოლოგიურად სუფთა ადგილზე, ქალაქში ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან რეკრეაციულ ზონა- ,,ლისის ტბასთან” მას ტბასთან მხოლოდ 2 კილომეტრი აშორებს. გარდა ამისა, აღსანიშნავია რომ პროექტი მდებარეობს თბილისის ცენტრიდან ზუსტად 15 წუთის დაშორებით, რაც ნიშნავს იმას რომ მაცხოვრებლებს შესაძლებლობა აქვთ იცხოვრონ ქალაქის ცენტრთან და ამავდროულად დატკბნენ ჯანსაღი ეკოსისტემით.


2. ფასი:

სახლი ბინის ფასად!

ტიფლისი გამოირჩევა კონკურენტული ფასით, გარდა ამისა, სახლთან ერთად მომხმარებელს საჩუქრად გადაეცემა ინდივიდუალური, შემოღობილი, კეთილმოწყობილი ეზო და ტერასა.


3. ხარისხი:

კომპანია დიდ ყურადღებას აქცევს თითოეული მასალის ხარისხს.

მშენებლობა შესრულებულია უმაღლესი ხარისხის ბეტონისა და არმატურის საშუალებით; გადახურვისას გამოყენებულია ჰიდროსაიზოლაციო სისტემა; ფასადი დამუშავებულია თბოიზოლაციით; საზაფხულო ფართები და აივნები მოპირკეთებულია ყინვაგამძლე კერამოგრანიტის ფილებით; შეყვანილია ყველა კომუნიკაცია( გაზი, ელექტრო ენერგია, წყალი, კანალიზაცია) ;აღსანიშნავია, რომ თითოეულ მასალა შემოწმებულია ლაბორატორიულად და მიღებული აქვს ხარისხის სერტიფიკატი.


4. პროექტის დიზაინი:

სახლის დახვეწილი ექსტერიერი და ინტერიერი კომფორტის შექმნის ერთ-ერთი მთავარი კრიტერიუმია, პროექტის შექმნის დროს კი მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ:

ექსტერიერის დიზაინის შემუშავების დროს გასათვალისწინებელია ძალიან ბევრი ფაქტორი, ერთ-ერთია თანამედროვეობა, რომ აქტუალობა არ დაკარგოს და ყოველთვის კომფორტული იყოს მაცხოვრებლისთვის.

კომპანია ,,იდეა დეველოპმენტის” პროექტები სწორედ თანამედროვე და დახვეწილი ვიზუალით გამოირჩევა.


5. ინდივიდუალური ეზო:

ალბათ დაგვეთანხმებით, განსაკუთრებულ სიმყუდროვეს ქმნის ინდივიდუალური ეზო, დღის ნებისმიერ პერიოდში შესაძლებელია განიტვირთო, სწორედ ამიტომ პროექტში გათვალისწინებულია შემოღობილი, კეთილმოწყობილი ეზო, საკუთარი აუზითა და გამწვანებით.


Premium Villa

© 2019, იდეა დეველოპმენტი
აირჩიე სახლი