,,იდეა დეველოპმენტი” უცხოელ პარტნიორებთან ერთად, ლისის ტბის დასახლების ინფრასტრუქტურაზე იზრუნებს - იდეა დეველოპმენტი • Idea Development

იდეა დეველოპმენტის  მიმდინარე პროექტი - ,,ტიფლისის მეორე ფაზის” მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს.  კომპანიამ შეძლო მოეზიდა პირდაპირი უცხოური ინვესტიციები, რომლის ფარგლებშიც დაგეგმილია ლისის ტერიტორიაზე არსებული მიმდინარე პროექტის ინფრასტრუქტურის განვითარება. 

მოგეხსენებათ ლისის ტერიტორია გამოირჩევა განსაკუთრებული რეკრეაციული უპირატესობებით, რის გამოც ეს ადგილი ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი დასახლებული პუნქტი გახდა. განვითარების მიუხედავად, არსებობს გარკვეული პრობლემები, რომელიც მოსახლეობას დისკომფორტს უქმნის, მათ შორისაა: განათება, კანალიზაციის სისტემა და სხვა. 

იდეა დეველოპმენტმა გადაწყვიტა, ეზრუნა  ტიფლისის მეორე ფაზის  დასახლების ინფრასტრუქტურის სრულ განვითარებაზე, რაშიც მას უცხოელი პარტნიორები დაეხმარებიან. 



, საქართველო ერთ-ერთი დინამიურად განვითარებადი ქვეყანაა, რომელიც ყოველწლიურად გარკვეულ წარმატებას აღწევს. მსოფლიოში მომხდარმა ბოლო მოვლენებმა, რა თქმა უნდა ქვეყნის წინსვლაზე და ეკონომიკაზე საკმაოდ უარყოფითად იმოქმედა,  მაგრამ მნიშვნელოვანია ამ რთულ პერიოდშიც გავაგრძელოთ აქტიური მცდელობა და მუშაობა წარმატების მიღწევისთვის. 

როგორც მოგეხსენებათ, უცხოური ინვესტიციები  ზრდის კაპიტალის მოცულობას, ამ პროცესს კი თან მოსდევს ადამიანური რესურსის განვითარება, ტექნოლოგიური განვითარება და სხვა. სწორედ ამიტომ, ჩვენი უცხოელი პარტნიორები, მათ შორის ბატონი SU YU, აქტიურად არიან ჩართულები ტიფლისის მეორე ფაზის მშენებლობის პროცესში”- იდეა დეველოპმენტის გუნდი

© 2019, იდეა დეველოპმენტი
აირჩიე სახლი